რადიო თბილისმა The Killer-ის მუსიკა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა

რადიო თბილისმა (FM 93.5) The Killers -ის მუსიკა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. რუსეთი ოკუპანტია!” – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ Black Sea Arena-ზე The Killers-ის სოლისტმა დარბაზიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა და აუდიტორიას აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და მუსიკაში საზღვრები არ არსებობს. ამ სიტყვებს აუდიტორიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.