რადიო „იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რადიო „იმედი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათი განცხადებით, ინფიცირებული გადაყვანილია სტაციონარში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
„ის გადაყვანილია კლინიკაში და უტარდება სათანადო მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის აღმოჩენამდე, მას რადიოს ოფისთან და თანამშრომლებთან კავშირი არ ჰქონია.
„რადიო იმედმა“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ოფისში ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები და პრევენციის მიზნით შეზღუდა გადაცემები, სადაც მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.
ეპიდემიოლეგებისა და ინფექციონისტების თქმით, გარემო, რომელშიც ვმუშაობთ არის უსაფრთხო და დაცული“, – წერია რადიო „იმედის“ მიერ გავრცლებულ განცხადებაში.