რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინის შემოტანა – კოვაქს პლატფორმის განმარტება

კოვაქს პლატფორმამ “ფორმულას” განუმარტა, რატომ გადავადდა საქართველოში ვაქცინის შემოტანის საკითხი და რაზეა ეს დამოკიდებული.

კოვაქსი გადავადების ორ მიზეზს ასახელებს:

  • “მწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ ვაქცინა პირდაპირი წესით მიაწოდოს ქვეყნებს და არა Covax პლატფორმის გავლით. გეგმების ასეთმა ცვლილებამ მწარმოებელთან პირდაპირი მიწოდების შესახებ დამატებითი შეთანხმების გაფორმება გახადა საჭირო იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც მსგავსი შეთანხმება მწარმოებლებთან აქამდე დადებული არ ჰქონიათ;
  • მწარმოებელმა მოითხოვა დამატებითი სამართლებრივი მექანიზმი ზარალის ანაზღაურების შესახებ არსებულ შეთანხმებაში.

მიწოდების ზუსტი თარიღი ახლა მწარმოებელსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული”, – წერია Covax პლატფორმის განცხადებაში, რომელიც მათ ფორმულას მიაწოდეს.