რაზე ალაპარაკდება ბატონი გახარია არ ვიცი, ვფიქრობ, ქვეყნის პატრიოტია – ელისო ბოლქვაძე

“რაზე ალაპარაკდება ბატონი გახარია არ ვიცი, ვფიქრობ, ქვეყნის პატრიოტია”- ასე გამოეხმაურა, პარლამენტში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც თქვა რომ ის არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას.

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში სადაც არიან პარტიები და ახალ პარტიასაც მიესალმება დემოკრატიული სამყარო და განსაკუთრებულს მე ვარაფერს ვხედავ. რაზე ალაპარაკდება ბატონი გიორგი გახარია, მე წარმოდგენა არ მაქვს იმიტომ, რომ პირველად ათი წუთის წინ გავიგე ეს ამბავი… მე პირადად, ბატონ გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მასთან მქონდა ძალიან მცირე, სხვადასხვა მიმართულებით საუბრები და მე ვფიქრობ რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი”, -განაცხადა  ბოლქვაძემ.