“თუ ეს პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს ამ სერვისს მაშინ რა უნდა გაკეთდეს და საზღვარგარეთ მიიღებს ამ სერვისს?! ან რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება. რა სერვისია, რომელსაც ის საზღვარგარეთ მიიღებს და აქ მას ვერ სთავაზობენ. მე ამ შეკითხვებზე პასუხი არ მომისმენია, მარტივად, ამაზე პასუხი ვერ ექნებათ და არ აქვთ.
ყველაფერი კეთდება, რომ ამ ადამიანს მიეწოდოს სერვისი და თუ ის არ იღებს სერვისს, ეს როგორ შეიძლება გახდეს ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვითხრათ, რომ ეს თურმე თქვენი საზრუნავია, რომ პატიმარი არ იღებს სერვისს, ეს არის ნონსენსი.”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.