ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი კარტოგრაფების დაკავება-გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს.
“რაზე დაყრდნობით უნდა თქვას ვინმემ, რომ პოლიტიკური ნიშნით არიან, ვის რა ინტერესი ჰქონდა კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში?! ან რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა. გამოძიების დროს, შესაძლებელია, ვიდრე ნარკორეალიზატოს დააკავებ, მანამდე ვინც მისგან შეიძინა ნარკოტიკი ის დააკავო და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად გახვიდე ორგანიზებულ ჯგუფზე, შევთანხმდით, რომ არ არსებობს ამ ეტაპმდე საფუძველი რომ რაიმე პოლიტიკურ საფუძველზე ვისაუბროთ”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა.