გერმანიის კანცლერსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ოლაფ შოლცის თქმით, პუტინთან ხანგრძლივი საუბრისას ძირითადად 3 საკითხზე ისაუბრა:
“უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს ცეცხლი. მტკიცება, რომ იქ ხელისუფლებაში ნაცისტები არიან, მცდარია. მე მას ასევე შევახსენე რუსეთის პასუხიმგებლობა გლობალურ სასურსათო სიტუაციაზე”, – წერს შოლცი ტვიტერზე.
კრემლის ცნობით, პუტინმა შოლცს უთხრა, რომ კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებში პროგრესი “არსებითად დაბლოკილია კიევის მიერ”.
კრემლის განცხადებით, საუბარი გერმანიის ინიციატივით შედგა.