“შერიგების საფუძველი არის, რა თქმა უნდა, სინანული და ჩვენ ამის ვერავითარ ნიშანწყალს ვერ ვხედავთ, განსაკუთრებით სააკაშვილის გამოსვლებში. უფრო მეტიც, ის ძალიან ხშირად იმუქრება. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულებს, უნდა აღიარონ დანაშაულები, უნდა მოინანიონ, მათ შორის ის უმძიმესი კორუფციული დანაშაული, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში, თეორიულად, რა თქმა უნდა, დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის არავითარი იმედი არ გვაქვს. უბრალოდ მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანება და ამას ისინი ვერ შეძლებენ”

ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “საუკეთესო გამოსავალი ეროვნული შერიგებაა”.