დნიპროში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ჩამონგრეულ 9 სართულიან კორპუსს, 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 60 -მდე ადამიანი საიდანაც 12 ბავშვია. ყველაზე პატარა 3 წლის ბავშვია.
“დნეპროს მაღალსართულიან შენობაში რუსული რაკეტის დარტყმის გამო უკვე თითქმის 60 ადამიანია დაჭრილია. მათგან 12 ბავშვია… სამაშველო ოპერაცია გრძელდება”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ.
დნეპრის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმა X-22 რაკეტით განხორციელდა, რომელიც გაშვებული იყო TU-22M3 ბომბდამშენით კურსკის ტერიტორიიდან და აზოვის ზღვიდან.
როგორც უკრაინის შეიარარებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, ჯამში 5 ასეთი რაკეტის გაშვება მოხდა. მისი თქმით რუსებმა იმავე რაკეტით გასული წლის ივნისში კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი დაბომბეს. აღნიშნული რაკეტა შექმნილია ზღვაში ავიამზიდების განადგურებისთვის.
კორპუსს, რომელიც ოკუპანტებმა დაბომბეს, 16 სადარბაზო აქვს. ცხოვრობდა დაახლოებით 1700 ადამიანი. სადარბაზოში, რომელიც მთლიანად დანგრეულია, 100-200 ადამიანი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 50 ბავშვი. ამ მონაცემებით ხელმძღვანელობენ მაშველები, რომლებიც აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას.
მთელ ცხრასართულიან კორპუსს ელექტროენერგია და გაზი არ აქვს, ბინებში მინები ჩამსხვრეულია. დაახლოებით ათას ადამიანს სჭირდება საცხოვრებელი და გათბობა.
დღეს, 14 იანვარს საღამოს 18:30 საათზე, (თბილისის დროით 20:30) რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 28-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 10 მართვადი რაკეტა გაუშვა. 18 ფრთოსანი რაკეტა და 7 მართვადი რაკეტა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ნაწილებმა ჩამოაგდეს.