რამადანი პანდემიის პირობებში: დაკეტილი მეჩეთები და დარღვეული წესები

პარასკევს მთელი მსოფლიოს მუსულმანებისთვის წმინდა თვე – რამადანი დაიწყო. პრაქტიკულად ყველა მუსულმანურ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა მორმუნეები ყველა ქვეყანაში არ არიან მზად მათთვის ამ განსაკუთრებულ პერიოდში კარანტინის ზომები დაიცვან.

მაგალითად, სირიაში ეგვიპტეში და დუბაიში შემზღუდავი ზომები შეამსუბუქეს, გაიხსნა დამატებითი მაღაზიებში, ამ პერიოდში ქუჩებში გამოსვლა ჩვეულებრივზე დიდხანს შეიძლება.

პაკისტანში ზოგიერთმა სასულიერო პირმა თავისი მეჩეთი მაინც გახსნა, ხელისუფლების მოწოდებების მიუხედავად, მორწმუნეებმა სახლში ილოცონ. მათი აზრით სწორად ახლაა მორწმუნეთათვის მნიშვნელოვანი ღმერთს ერთობლივად მიმართონ. პაკისტანის ქალაქების ქუჩებში კარანტინის ზომების დაცვას სამხედროები და პოლიცია აკონტროლებს.

ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე ამ ქვეყანაში 11.1 ათასი დაინფიცირებულია. გარდაიცვალა 237 ადამიანი.

მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურის ნაციონალურ მეჩეთში სოციალური დისტანცირების ყველა ზომა დაცულია. ამასთან, ამ ქვეყანაში მორწმუნეთა დიდი ნაწილი პაკისტანისგან განსხვავებით სახლში დარჩენას ამჯობინებს. არადა მალაიზიაში ბევრად ნაკლები ინფიცირებულია –5603.

ბოსნიისა და ჰერცოგოვინის მთავარმა მუფთმა, ჰუსეინ კააზოვიჩმა პარასკევის ლოცვა სარაევოს მეჩეთში ძალიან ცოტა ხალხთან ერთად ჩაატარა. მანამდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ხუთი დღის განმავლობაში უნდა გააუქმოს ადამიანების გადაადგილებაზე შეზღუდვები, რადგან ეს ადამიანის თავისუფლებების დარღვევაა. ამჟამად ბოსნიელებს უფლება აქვთ სახლიდან მხოლოდ მოკლე დროით და საპატიო მიზეზით გამოვიდნენ.

კენიაში მოსახლეობის ნაწილი ისლამის მიმდევარია, თუმცა პანდემიის გამო ხელისუფლების განკარგულებით ქვეყანაში ღვთისმსახურების ყველა ადგილი დაკეტილია. ადგილობრივ მუსულმანთა ნაწილი მეჩეთში მაინც მივიდა, თუმცა მის გარეთ მოუწიათ ყურანის წაკითხვა. ქვეყანაში ჯერ კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ტაილანდის ხელისუფლებამ რამადანის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გააფრთხილა მუსულმანები პანდემიის დროს წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ. მორწმუნეებს თხოვეს ერთმანეთთან შეხების, ჩახუტებისა და კოცნისგან თავი შეიკავონ და ერთმანეთს აწეული ხელით მიესალმონ, ასევე შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ლოცვისთვის მეჩეთში მისვლისგან. ფოტოზე ასახულია ნარატხივატის პროვინციის სასურსათო ბაზრობა, სადაც მუსულმანური მოსახლეობა ჭარბობს.მუსულმანები საზეიმო სუფრისთვის საკვებს ყიდულობენ.

კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა პალესტინელების ისედაც არცთუ მარტივი მდგომარეობა ღაზას სექტორში და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. კარანტინის გამო ბევრი იძულებული გახდა წასულიყო ისრაელიდან, სადაც დასაქმებულები იყვნენ. პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებამ მეჩეთების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო .