რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ეკონომისტი რამაზ გერლიანის გაუჩინარების სამეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ოჯახის წევრები გერლიანს მეორე დღეა ვერ პოულობენ. მისი კვალი კი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი კუთვნილი ავტომობილი დგას.

შეგახსენებთ, რომ გაუჩინარებამდე მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პოლიციელს ტერორში ადანაშაულებდა, თუმცა ახლა პოსტი აღარ იძებნება.

რახან ამ პოსტს კითხულობთ კარგად არ არის საქმე – რას წერდა ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარებამდე