”არც ერთი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან ან უკრაინაში მებრძოლი ქართველი არ არის “მოტყუებული”. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემას იჩენს საქართველოს პრემიერმინისტრი თავისი ხალხის მიმართ, როცა მხედველობაში აქვს, რომ მათ სიმართლე არ იციან?”
ასე გამოეხმაურა კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებიდან უკრაინაში, ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში.”