ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში მასშტაბური აქცია დაორგანიზდება.
“დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოდან, ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე შემოგვიერთდება და იქ იქნება კონკრეტული მოთხოვნები, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია, თენგიზ კიტოვანი გადაადგილდებოდეს დედაქალაქში თავისუფლად და სააკაშვილი ჰყავდეთ პატიმრობაში”,- ამბობს ხაბეიშვილი რუსთავის ციხესთან.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება საბოლოო ბრძოლისთვის დაორგანიზებას.
ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ გეგმას აუცილებლად შეათანხმებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან.