რამდენიმე მძევალი ფანჯრიდან გადმოხტა – სპეცოპერაცია ყვარელში

ამ წუთებში, ყვარელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს – თავდამსხმელი “საქართველოს ბანკში” შეიჭრა, აყვანილი ჰყავს მძევლები და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა 112-ში დარეკვა შეძლო. მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლის მამა აცხადებს, რომ ბანკში მყოფმა რამდენიმე პირმა გამოქცევა მოახერხა.

„ვიცი რომ ჩემი შვილია შიგნით, ზოგიერთმა თანამშრომელმა ბანკის შენობიდან გამოსვლა შეძლო, ისინი გამოიქცნენ, ალბათ ფანჯრიდან გადმოხტნენ. ახლა ზოგი მათგანი პოლიციაშია დაკითხვაზე“, – ამბობს ერთ-ერთი მძევალის მამა.

ადგილზე უკვე გამოჩდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომაგდენლები.