“ჩვენ ვთავაზობდით მათ [ქართულ ოცნებას] ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, ქართულმა ოცნებამ ეს არ მოისურვა, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა, დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა მალულად, ფარულად გაურიგდა ქართულ ოცნებას, რომ იუსტიციის საბჭოში კლანის მფარველობისთვის შეეყვანათ ადამიანები და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი იყოს დაცული სასამართლო სისტემაში.”

ლელო- საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი, აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს რამდენიმე ოპოზიციონერი, ქართულ ოცნებას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.