რამდენიმე საათში კლინიკიდან 4 გამოჯანმრთელებულ პაციენტს გავწერთ – რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, დღეს  კლინიკას 4 გამოჯანმრთელებული დატოვებს.

“დღეს COVID ინფექციის გარეშე ვწერთ 4 პაციენტს. მოვიდა პროტოკოლის გათვალისწინებით 4 უარყოფითი პასუხი და რამოდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას”, — თქვა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტია, მათგან 3-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 5 რჩება მძიმედ.

,,რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, მათგან 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე, თუმცა მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში, ხოლო 5-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა არც ერთ მათგანს არ სჭირდება დამატებითი ჩარევა. რაც შეეხება სხვა განყოფილებებს, ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური“, – განაცხადა რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი – გარდაიცვალა