რამდენიმე წუთში ჩვენი წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა – ომბუდსმენი

სახალხო დამცვველი აცხადებს, რომ რამდენიმე წუთში მათი წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა.

“პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც”,- აცხადებს ომბუდსმენი.

ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა გონება დაკარგა. პენიტენციურის ცნობით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.