„თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. სემეკმა ტარიფი უკვე დაამტკიცა. ენერგო პრო ჯორჯიას ტარიფი სამომხმარებლო აბონენტებისთვის ერთ კილოვატზე 3.494 თეთრით ძვირდება, რის შედეგადაც სამოხმარებლო ტარიფი ასე განისაზღვრება:
- თვეში 0-101 კილოვატი – 17.731 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი;
- თვეში 101-301 კილოვატი – 21.707 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი
- თვეში 301+ კილოვატი – 26.227 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი;
არასაყოფაცხოვრებო მომხმმარებლებისთვის კი ტარიფების ზრდა კიდევ უფრო მკვეთრია და ერთ კილოვატზე 11 თეთრზე მეტად ძვირდება.
- 110-35 კვ. – 28.267 თეთრი- ზრდა 13.407 თეთრი;
- 10-6-3.3 კვ – 30.879 თეთრი – ზრდა 14.628 თეთრი;
- 380-220 ვ – 31.960 თეთრი – ზრდა 10.877 თეთრი.
რაც შეეხება „თელასისთვის“ სამომხმარებლო ტარიფებს, თვეში 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე იზრდება და შესაბამისად, ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.498 თეთრს შეადგენს. 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 22.053 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ – 26.537 თეთრამდე იზრდება.
„თელასის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 11 თეთრზე მეტია.
ელექტროენერგიის გაზრდილი ფასები პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ის 6 თვით, პირველ ივლისამდე იმოქმედებს. ივლისიდან ტარიფები ისევ გადაიხედება.