რამზან კადიროვი ჩეჩნეთის კონსტიტუციით “ხალხის მამა” გახდა

ჩეჩნეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, ქვეყნის ლიდერი რამზან კადიროვს მეხკ-დას წოდება მიენიჭა, რაც ჩეჩნურიდან ითარგმნება როგორც “ქვეყნის მამა”, თუმცა “ხალხის მამის” მნიშვნელობითაც გამოიყენება.

საკანონმდებლო წინადადების ავტორი ჩეჩნეთის პარლამენტის თვმჯდომარე მაჰომედ დაუდოვი იყო.  საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას, განხილვას და დამტკიცებას თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა.

„ამ ცვლილების მიზანია რეგიონის ხელმძღვანელის ტიტულის ჩეჩნურ ენაზე ერთგვაროვნების დამყარება, რომელიც სახელმწიფო ენაა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში“, –  ამის შესახებ ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაჰომედ დაუდოვმა Telegram-ის არხში დაწერა.