აშშ-მ რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს აეკრძალა აშშ-ში შესვლა და ეს გადაწყვეტილება კადიროვის მხრიდან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების არაერთ უხეშ დარღვევაზე, მათ შორის წამებასა და მკვლელობებზე. აშშ-ს შავ სიაში კადიროვის გარდა მისი მეუღლე და შვილებიც მოხვდნენ.