მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემის გამხსნელ მონოლოგში ბიძინა ივანიშვილს ლექსი მიუძღვნა. შთაგონების წყარო “კარტოგრაფების საქმე“ და ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას დაკავება იყო:
“ბიძინა
გახსოვდეს ივერი და ნუ ირევი
საქართველოს რომ დაერევი
პატარა ქოცებში ნუ აგერევით
ეგრე მარტივად ვერ მოგვერევი
არჩევნებში კი ჩაერევი
მაგრამ ბოლოს მაინც წაეთრევი
ივერიას მორევში ნუ ჩაითრევ
ტყუილად თავს ნუ გადაირევ
შენი სისასტიკე გულს მირევს
შენი სისაწყლე თვალს მიმღვრევს
ძალაუფლება ტვინს გირევს
შიში მაგ გეგმებს დაგინგრევს
რამსები აგერია, ღონე დაგელია,
ფული ნაკელია, სახეზე გაწერია,
საქმე ნაკერია ივერი მაგარია.“
–გამაგრდით ბატონო ივერ , ქალაბტონო ნატალია, სულ ცოტა მოითმინეთ, რამდენიმე კვირაც და ჩვენ გაგათავისუფლებთ. რამდენიმე კვირა და ქართველი ხალხი თვითონ გაგიღებთ საკნის კარს.“– ასეთი განცხადებით დაასრულა გაბუნიამ მონოლოგის შესავალი.