“რა სცენებსაც ვუყურებთ ახლა ავღანეთის აეროპორტში, ეს იყო რაც მოხდა სოხუმში 1993 წელს და ეს იქნებოდა ის, რაც მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ მიმეღო ზოგიერთი ჩვენი “კეთილმოსურნის” წინადადება და დავმორჩილებოდი რუსეთის შანტაჟს და დამეტოვებინა ქვეყანა, იმიტომ რომ ერთ-ერთი აეროპორტი, რომელსაც არ ბომბავდნენ და რომელიც გახსნილი იყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ მე და ჩემს ოჯახს დაგვეტოვებინა საქართველო ისე, როგორც მოიქცა ავღანეთის პრეზიდენტი განი და მე ამაზე კატეგორიულად უარი ვთქვი და რითიც გადავარჩინე ჩვენი დედაქალაქი.
და გადავარჩინე ჩვენი ქვეყანა, იმ სცენებს რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ქაბულში.
რაც შეეხება, იმას თუ რატომ ჩამოიშალა ავღანეთის არმია – ჩამოიშალა კორუფციის და სრული რწმენის არ ქონის გამო საკუთარ მთავრობაში.
ის, რაც ხდება დღეს საქართველოში – დღეს საქართველო არის უფრო დაუცველი, ვიდრე როდესმე. რამე ასეთი, რომ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აშკარად დიდი ცდუნებაა ჩვენი მტრისთვის დღევანდელი სიტუაცია – ქართული სახელმწიფო გაქრება.
ამიტომ ჩვენ უნდა დროზე დავიცვათ ჩვენი თავი და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა”
წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, 15 აგვისტოს, თალიბანმა ქაბული დაიკავა, ავღანეთის პრეზიდენტმა კი ქვეყანა დატოვა. ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს ათასობით მოქალაქეც.