გულის მოსაფხანი და იმედის მომცემი ვერსიები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აწიეს ზემოთ ანრი, რატომ ჩამოალაბორანტეს სირაძე და რატომ გააქრეს ლილუაშვილი, კარგი მოსასმენია, და მხოლოდ.

სინამდვილეში კი, რასაც ახლა ვუყურებთ არის ასეთი ტიპის რეჟიმისთვის, ტოტალიტარიზმის კონსოლიდაციის ამ ეტაპზე დამახასიათებელი ბუნებრივი პროცესი – განსაკუთრებული, გამორჩეული ნაბიჭვრების დაწინაურება/დატვირთვა.

რეჟიმს სჭირდება ადამიანები, რომლებსაც:

ა) არ აქვთ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები და აქვთ მზაობა დაიჯერონ ნებისმიერი ბოდვა.

ბ) არ გააჩნიათ საკუთარი, მყარი ღირებულებათა სისტემა და მოწყვლადი არიან პროპაგანდისადმი.

გ) მათ წარმოდგენაში სამყაროს დაყოფა ‘ჩვენებად’ და ‘მტრებად’, და შემდეგ მტრებზე მათი დაგეშვა, მარტივია.

ასეთ სისტემებში რაც უფრო მეტად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს ადამიანი, მით მეტი შანსი აქვს დაწინაურების.

იმიტომ კი არა რომ რუსების ან ბიძინას ხუშტურია ეს, იმიტომ, რომ ტოტალიტარული სისტემის ბუნებაა ასეთი.

რაც უფრო და&ლევებული ხარ (მართლა გჯერა გლობალური ომის პარტიის არსებობის), რაც უფრო დედამოტ&ნული ხარ (წაქცეული ახალგაზრდის სახეში წიხლი, დემონსტრანტი გოგოს ცემა, უდანაშაულო ადამიანისთვის რამის ჩადება და დაჭერა, და ა.შ. ნორმალურად მიგაჩნია) და რაც უფრო მეტად გეზიზღება ის ვინც შეგაზიზღეს (ნაცები, გეები, დასავლეთი და ა.შ.), მით მაღლა ახვალ იერარქიაში.

მეტიც, აწი ამ რეჟიმს სულ უფრო და უფრო ამორალური საქმეების კეთება დასჭირდება, აქამდე არ ნახულის (ჩვენს რეალობაში, თორემ…)

შესაბამისად ზედა დონეზეც დასჭირდება ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან სულ უფრო წარმოუდგენელ ნაბიჭვრობებს მოაწერონ ხელი.

ესაა სულ.

პ.ს. ახლა წესით იმ რაღაც კომისიაზე უნდა ვიყო ე.წ. პარლიამენტში და მაგ ხალხზე გამახსენდა ეს.

წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.