მთავარი არხის წამყვანი, ეკა კვესიტაძე კარანტინის მიუხედაავად ეკლესიებში ხალხმრავლობას და ხელისუფლების პასიურობას ფეისბუქ სტატუსით აფასებს:
“მეგობრებო, ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რასაც დღეს ეს ხელისუფლება აკეთებს, არის საკუთარი მოქალაქეების და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი. ის ეროვნული წარმოების პირბადეები, რომელიც ერთჯერადი მოხმარებისთვის ექიმებს და ექთნებს დაურიგეს, არის სრულიად უვარგისი და არის ამ ადამიანების გაწირვა მძიმე დაინფიცირებისთვის. ანუ ექიმების დიდი ნაწილი არის სრულიად დაუცველი ვირუსთან საბრძოლველად. ამ ფონზე რელიგიური რიტულების დაშვება არის პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის და მერე ჩვენი მსხვერპლად შეწირვა პოლიტიკური კონიუქტურისთვის. ეს არის წარმოუდგენლად დიდი დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ, რომელიც აუცილებლად, აუცილებლად სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ექიმებო, ამოიღეთ ხმა, პირველ რიგში, თქვენი სიცოცხლეა საფრთხის ქვეშ.“– წერს ეკა კვესიტაძე