“მე პირადად, ჩვენ გვრჩება პასუხისმგებლობა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიის შედეგად, რომელთაც სჭირდებათ გრძელვადიანი სოციალური მხარდაჭერა, განსახლება და სახელმწიფოს გვერდით დგომა, ეს ყველაფერი მივიყვანოთ ბოლომდე.
ბევრი მუქარა გვახსოვს ამ ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიებზე. შეუძლიათ შეიკრიბონ, კონსულტაციები გამართონ, გამოიტანონ საკითხი და გააკეთონ ის, რასაც თვლიან საჭიროდ, ოღონდ კანონისა და რეგლამენტის დაცვით”,
ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურება.