“იმით, რასაც ჩემზე ავრცელებენ, ღირსება და სამსახური შემილახეს”- ამის შესახებ ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდასხმის მძევალმა, დავით ხვიბლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირველი კომენტარი გააკეთა, და “ცილისწამებას” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას თავდამსხმელტან რაიმე კავშირი ჰქონდა.
“ერთი მინდა გითხრათ, რომ ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო, რასაც ავრცელებენ ჩემზე. ამით ჩემი ღირსებაც შელახეს, ჩემი სამსახურიც შელახეს, არცერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ქართველისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი, რაც არ უნდა მკითხოთ, არ ვაპირებ პასუხს, რადგან გამოძიება დაადგენს ყველაფერს. რაც იყო, რაც მოხდა, ყველაფერი იცის გამოძიებამ”. – აცხადებს დავით ხვიბლიანი.