რას აკეთებენ ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებულები, რატომ არ მიდიან სოფლებში? – დოლიძე

რეჟისორი ქეთი დოლიძე ამბობს, რომ “მთელი სოფელი თბილისში ჩამოვიდა” და მათგან ნახევარი ელიავას ხიდის ქვეშ დგას.

“მე არ დავდივარ საერთოდ ელიავაზე, მაგრამ ნახეთ ერთი რა ხდება, ერთხელ გაგეკეთებინათ რეპორტაჟი და ნახავთ, თუ არ დაგემალებიან. რას აკეთებს ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი, რატომ არ მიდიან თავის სოფლებში, რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან სოფელს, რატომ?!

როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში?! მთელი სოფელი ჩამოვიდა და ნახევარი დგას ელიავას ხიდის ქვეშ, ეს წარმოუდგენელია, არაფრით არ შეიძლება”,– თქვა დოლიძემ ტვ პირველის ეთერში.