რას გვერჩის არესტოვიჩი? კაია როცა შენს მაგივრად უკრაინა ომობს მსოფლიო მონსტრთან? – მილიტარისტი უჩა აბაშიძე

სამხედრო ჟურნალისტი და მილიტარისტი, უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

”რას გვერჩის არესტოვიჩი? რატომ უნდა სისხლისღვრაში ჩაგვითრიოს??” ვერ აღგიწერთ რამდენი ასეთი პიემი მოვიდა ბოლო 2-3 დღეში.  ხოდა მეგობრებო  კაია ხო სამსახურში სიარული? – დეითებზე კაფეებში? – სახინკლე? – კინოში კაია?  თეატრში ვიყავი აგერ მე 5 დღის წინ მაგალითად  მზე რო გამოვიდა და დათბა ასწორებს? ჩემი მთავარი პრობლემა რა არის იცით ბოლო 1 თვეა? – სამსახურში საქმეებს ჩამოვრჩი და დაწევა მიწევს ისტერიკაში და მეჩხუბებიან

იმაზე რა ხდება იმაზე, რუსი ე.წ. ტურისტები რო ბინებს ქირაობენ(ყიდულობენ) და ფულს ხარჯავენ აქ? – ეკონომიკური ზრდის +1% გვექნება წეელს მარტო ამისგან? – კაი პონტია?
კაია ხო როცა შენს მაგივრად უკრაინა ომობს მსოფლიო მონსტრთან, რომელსაც ჩვენც ნაცემი ვყავართ და გულში რო ყველამ ვიცით რო თუ უკრაინა წააგებს – დავიღუპეთ, მარა რო ვზივართ ასე და ვუყურებთ როგორ იხოცებიან უკრაინელები ყოველ დღე, ჯარისკაცები კი არა მხოლოდ, სამოქალაქოები. აგერ დამატებით გუშინ კიევი დაიბომბა, ისევ (და ყველა სხვა ქალაქი-ც) კაია ხო – თბილისს რო არ ანგრევენ რუსები და კიევს რო ანგრევენ? – ეგაა ხო ჩვენი სადღეგრძელოები და მხარდაჭერა?

ჩვენ როგორ ვიქცევით იცით?

გვერდით უბნის ბიჭები რო გვაჩმორებდნენ და გვცემდნენ, ჩვენ რო ბირჟაზე ვიძახეთ მაგათი დედაცო და მერე ჩვენი ძმაკაცის (ამას ვიფიცებით, ძმაკაციაო) ცემა დაიწყეს, ხუთნი ცემენ ერთს (ასეთია საერთო ძალის შეფარდება ეხლა იქ, შეიარაღების და ავიაციის გამო) და ჩვენ ვდგავართ, ვუყურებთ და “აუ იცი მეჩქარება სამსახურში, მერე საღამოს კინო, ხოდა ხვალ მოვალ გავაგრძელებ ყურებას როგორ გცემენ კაი? და ვინერვიულებ, გპირდები ძაან ვნერვიულობ” – და მივდივართ  და მერე, 2 თვეზე მეტის მერე, გვიტყდება – მიწაზე დაგდებული, ჩასისხლიანებული, ჩვენი წარსულში ძმაკაცი – რომელზეც უკვე ზუსტად ვიცით რო სამუდამო ტრავმები დარჩება – რატო იშვერს ჩვენკენ თითს და რატო გვეხვეწება შენც მოიქნიე მუშტიო. იმას ხო კარგად იაზრებთ უკრაინელი ბავშვები აღარასოდეს იქნებიან ნორმალურები, ეს რა გამოიარესო?

უკრაინა ომობს ჩვენს ომს. სამხრეთ ამერიკაში კი არ ხდება ეს ამბები, ჩვენს აგრესორს, ჩვენს ოკუპანტს ებრძვის უკრაინა – თუ წააგებს, ან თუ გადამწყვეტად არ მოიგებს და რუსეთს ძალა დარჩება – დედა გვაქ მოტყ…. იმდენად ნათლად გვაქ მოტყ.. რო ჩვენი მთავრობა პრაქტიკულად ღიად ეტენება რუსეთს – რო იქნებ ეს დედისტ… უმტკივნეულოდ მოხდეს, იმენა მთელ ქვეყანას გვკუზავენ და ვაზელინს გვისვამენ – დაგვიჯერეთ ასე ჯობიაო. საერთოდ არ მევასება არესტოვიჩი, არც ზელენსკი არ მევასება კიდევ, არ მიყვარს კერპებს რო ქმნიან ადამიანებისგან
არავინ არის თეთრი, ყველა ნაცრისფერის გრადაციაა. ორივე უამრავ შეცდომას უშვებს
არესტოვიჩი ვაფშე არის იმათი ბოკერია, უკეთესი ვერსია ბოკერია მარა მაინც ბოკერია, რუხი კარდინალი, რომელიც ალაგ ალაგ სუბიექტურია, ალაგ ალაგ თავისი ინტერესები აქვს, მარა ეგრე არ ხდება მეგობრებო, როცა შენს საერთო მტერთან ჩხუბობ – “აუ ძმაო ბოლომდე არ მევასები”-ს გამო თანამებრძოლს არ იძულებენ

ამერიკამ და რუსეთმა ერთად იომეს მეორე მსოფლიო ომი, და მხოლოდ მასე მოიგებდნენ და მოიგეს კიდეც. რაღაც დროის წინ ვსაუბრობდი სამეგობროში, ფართო სამეგობროში, რო “რო რამე ხო ერთად ვიომებთ” – და ჯერ ყველა “აბა რა”-ზეა და მერე ყველა ერთმანეთზე იწყებს ჯაჯღანს რო “ოღონდ იმასთან ერთად არა რა”

განა არ მესმის? – მეც არ მევასება ის და ეს და ის კიდევ, მეგობარია მარა თან ნერვებს მიშლის, სადღაც ბოლომდე არ ვენდობი, სადღაც არ მისწორდება, მარა ეგრე როდის მოხდება კაცო რო 100 კაცინი რაზმი შეიკრათ და ყველას ერთმანეთში ჩახუტება გინდოდეთ?

ის რო ერთი მტერი გყავთ და ის რო ისიც მზად არის სიცოცხლე გაწიროს მტრის წინააღმდეგ – საკმარისი მეგობრობაა და მეტს არც უნდა ითხოვდე. ხოდა არესტოვიჩს უომია კიდევაც, და კიევშიც არის, სხვა ქალაქებშიც დადის და ჩვენ რო იმ რელობაში ვცხოვრობთ რო კედელზე ვიღაც გრაფიტის დახატული კატის სახის გვეშინია მთელ ქვეყანას და კანკალი აგვივარდა.

არესტოვიჩის ქვეყანაში დილას რო იღვიძებ, იმაზე კი არ ოცნებობ ნეტა რუსეთმა ჩემი ქალაქი არ დაბომბოსო, არა. ოცნებობ იმაზე რო ნეტა ჩემს ქალაქში მხოლოდ სამხდრო ობიექტს გაარტყას, ნეტა ჩემი ნაცნობი და მეგობარი სამხედროები ააფეთქოს და დახოცოს, ოღონდ არ ააცილოს რუსეთმა, როგორც ხშირად აცელს – და ჩემს კორპუსს არ მოხვდეს და მე არ მომიკლას შვილიო
ესაა უკრაინის ცხოვრება დღეს რას ქვია რატო ცდილობს არესტოვიჩი ჩვენს და მოლდოვეთის ჩართვას კონფლიქტში?
იმიტო ცდილობს რო ჩვენი კონფლიქტია ეს!
იმიტო ცდილობს რო ჩვენს მაგივრად ომობს უკრაინა
იმიტო ცდილობს რო ერთად რო დავმდგარიყავით ჯერ თავის დროზე, და ურთიერთ თავდაცვის ხელშეკრულებისთვის მოგვეწერა ხელი – შეიძლება რუსეთი არც დასხმოდა თავს, არც უკრაინას – არც ჩვენ

აი მე ხო “გევასებით” კაცმა რო გკითხოთ?
აი ხვალ რო მიტინგებზე გამოხვიდეთ და მე მომიყვანოთ ლიდერად
ზეგ კიევში ვიქნები ზელენსკისთან
და მაზეგ დადებული მექნება ხელშეკრულება ურთიერთ თავდაცვაზე, ურთიერთ დახმარებაზე და იმაზე რო “ცალკეული მშვიდობა” არ იქნება
და ორშაბათიდან მთელი ქვეყანა ვიომებთ რუსეთთან, უკრაინის გვერდიგვერდ, მიუხედავად იმისა რო მზად არ ვართ ამისთვის
და უზარმაზარი დახმარება იქნებოდა ეს უკრაინისთვის, ათასობით იქაურ სამოქალაქოს გადავარჩენდით ამ გზით, კი ჩვენ ჩვენი მოგხვდებოდა
ეგ არის “ძმობა”, რო იფიცებით
მარა სინამდვილეში რუსეთისთვის ორმაგად გართულდებოდა ყველაფერი და მრავალთვიანი წამება არ ექნებოდა გამოწერილი უკრაინას, რომელსაც ჩვენ ინსტაგრამზე ვუყურებთ და ყავას ვწრუპავთ. კი, არსებობს ეგეთი ხელშეკრულება, ცალკეულ მშვიდობაზე არ დათანხმების, რო თუ რუსეთს შეეშინდა და უკრაინიდან გავიდა უცებ, ჩვენზე ყურადღების გადმოსატანად – უკრაინა არ შეეშვება და ეომება მოსკოვამდე თუ საჭიროა სანამ ყველასთან ერთად მშვიდობის იძულებული არ გახდება რუსეთი. მაგას უნდა ვშვებოვდეთ ჩვენ, “მძინარე ცხინვალი კი არ უნდა დავბომბოთ მოულოდნელად”

როცა მთელი მსოფლიო ვხედავდით რო რუსეთი უკრაინას აშანტაჟებდა სამხედრო ძალით
უნდა მხარში დავდგომოდით, უნდა გვეთქვა – შენ თუ მუშტი მოგხვდება, მეც მომხვდესო
და უნდა “დაგველაგებია” მიზეზები ისე რო უკრაინისთვის ომის გამოცხადება, ჩვენთვის გამოცხადება ყოფილიყო და ეხლა ასე არ ვიჯდეთ, შერცხვენილები. ეხლაც რო “აჯვამთ” ამ მთავრობას და აგინებთ, ვაიდა გადადგნენ ხვალ, კარგი – რაც გინდათ ის გიქნიათო? თქვენ გგონიათ “რაც გვინდა” რა უნდა იყოს? – ვაზელინის მაგივრად ლუბრიკანტი გვინდოდა პროსტო და ამას ვედავებოდით?  გგონიათ სხვა კონტინენტზე ვართ და 1 ბრიგადა ჯარს გავაგზავნით, “ვიღაცის შვილები”, მხოლოდ სამხედროები, დაიხოცებიან და თქვენ იცხოვრებთ ასევე არხეინად?
არა! ჩვენი აგრესორი არის რუსეთი, ჩვენი ტერიტორია აქვს მითვისებული, ჩვენი სახლები, ასობით ათასი ადამიანის სახლი აქვს დამწვარი და გატრაქროტებული, ჩვენს ტერიტორიაზე 50-მდე სამხედრო ბაზა აქვს (ჯამში ორივე რეგიონში), ყველაფერს აკეთებს რო ჩვენი ეკონომიკა არასოდეს დადგეს ფეხზე, გვაშინებს, დაგვცინის, გვაგინებს, გვირტყამს როცა უნდა – და ერთადერთი მიზანი აქვს რო საქართველომ აღარ იარსებოს საბოლოოდ და ყველაფერი ეს მხოლოდ ხელსაწყოებია ამ მიზნისკენ.  ჩვენ ლოჟაში კი არ ვზივართ სადღაც, ბალკონზე, არა – პირველ ზოლში ვზივართ  და მილიონჯერ, მილიონჯერ მეტი ვაჟკაცობა მოგვეთხოვება – ვიდრე ვშვებით
მილიონჯერ უფრო დამნაშავეები ვართ მარიუპოლში დაღუპულ სამოქალაქოებთან, ვიდრე ვინმე ფრანგია დამნაშავე რო შეშფოთებით შემოიფარგლება.

ჩვენ რო სწორი პოზიცია გვქონოდა, ომამდე, ჩვენ რო სწორი პოზიცია გვქონდეს ეხლა, ჩვენ რო ჩვენს მუშტს ვიქნევდეთ და ჩვენი “დოზა” მუშტი გვხვდებოდეს, მარიუპოლში შეიძლება ის არც მომხდარიყო რაც მოხდა.  ჩვენი არაფრის კეთებით – ვწირავთ უკრაინას იმ წამებაზე რასაც გადის
კი აგრესორი და დამნაშავე რუსეთია, არავინ ამბობს სხვა რამეს.  ქუჩაში რო ხედავ გოგოს სცემენ, ის ბიჭები – რომლებიც წინა დღეს შენ გცემდნენ და არ ეხმარები – დამნაშავე ის ბიჭები არიან, აბა რა, მოძალადეები ისინი არიან. მარა შენ არ ხარ დამნაშავე რო უყურებ და ის გოგო რო კივის მომეხმარეო – და რო პასუხობ რატო გინდა მეც მცემონო?

უკრაინა რო დაიღლება და რუსეთს მოუწერს ხელს “ტრავმებით გაჩერებაზე” – აი ეხლა რო “ცოტა რუსეთუმეები” ანთებული თვალებით მიმტკიცებენ, კაი – კიევი ვერ აიღო რუსეთმა, მარა აი ხერსონს დაიტოვებსო. აი მაგაზე რო მოუწერს უკრაინა ხელს, გავჩერდეთ სადაც ვართო
და რუსეთი რო ჩვენკენ მოტრიალდება  და ეგ აუცილებლად მასე იქნება, თუ პუტლერი არ დაემხო, ჩვენ დაღუპული ვართ. იმიტო რო იმხელა ჯარის ფრუსტრაციას მიმართვა სჭირდება და რუსეთს “უფრო სერიოზული გამარჯვება” – ვიდრე რაღაც უბედურება რაც იქ დაემართათ
აი რო მოტრიალდება და უკრაინა რო მხარში არ დაგვიდგება და მარტო შეშფოთება/აღშფოთებებით შემოიფარგლება, ძაან ცინიკურად, როგორც ჩვენ აქ რუსებს დავაშტრიკინებთ კიდევ და სანქციებს არ ვუერთდებით და მილიონი მომარაგება შედის რუსეთში.

აი მერე მომიყევით, როგორ გრძნობდა თურმე თავს არესტოვიჩი (და მთელი უკრაინა ვაფშეტა, ყველა უკრაინელი რომელსაც დაელაპარაკებით, ყველა რაღაც მომენტში გულგატეხილია რო საქართველომ ჩამჯმელის პოზიცია აირჩია, რომ არ ვთქვათ რო კოლაბორაციონისტის)
რას გვერჩისო.  ჩვენ კი არ გვერჩის – ომი უნდა რო მალე დამთავრდეს, უნდა რო ნაკლები სამოქალაქო დაეღუპოს, უნდა რო რუსეთს მეტ ფრონტზე მოუწიოს გახლეჩვა(და იქნებ შეეშინდეს ამ გახლეჩვის და დაზადნოს საერთოდ). უნდა რო იგრძნოს რო მართლა “მსოფლიოს გლადიატორულ არენად” კი არ გადაიქცა უკრაინა.  ყველა რო ტელეგრამზე ვუყურებთ და “ვაიმე რა საშინელებაა, ნახეთ ხალხო ვიდეო – მარიუპოლის ბუნკერიდან” და მერე მივდივართ ჩვენს საქმეებზე.  უნდა რო იგრძნოს, რო ყველასთვის “საკუთარი ომია” ამ მორდორის და დართ-ვეიდერის იმპერიის წინააღმდეგ ომი და რო ვიღაც არის მათი ისეთი მეგობარი – რო თავს დახრის, პირჯვარს გადაიწერს და მივა დაცემული და ნაცემი უკრაინის მისახმარებლად – მიუხედავად იმისა რო იცის რო თვითონაც მაგრად მოხვდება

მგონი ვერ გამიგეთ თქვენ მე ვინ ვარ და მგონი ძალიან ადვილად ხუჭავთ თვალებს და იმალებით თქვენს ნაჭუჭში და იტყუებთ თავებს, ვითომ ეს ყველაფერი თქვენ არ გეხებათ და მერე იმდენად იჯერებთ ამ ილუზიას – რო ჩემთან მოდიხართ, რას გვერჩის არესტოვიჩიო და მოელით რო მე არესტოვიჩს დავაჯვამ – იმიტო რო პიროვნულად არ მისწორდება, შეცდომები დაუშვეს მთელმა უკრაინის მთავრობამ ალაგ ალაგ და ბოლომდე არ ვენდობი. მერე რა?? იცით რამდენი შეცდომა დაუშვა რუსეთმა? – უთვალავი. მტერი – რუსეთია, გგონიათ არესტოვიჩის გვერდით ავტომატით ბრძოლას არ ავირჩევდი უმეტესობა დღევანდელი ქართველის გვერდით ომის ნაცვლად???  მერე რა რო ეგოისტი, შოუმენი და განდონია.

არავინ ხართ ჩემსგარშემო “იდეალურები” – და ის ჩემი მტრის წინააღმდეგ მაინც არის და უომია და ეხლაც თავს იხდის მიზნად ყოველდღე ინტერვიუების მიცემისას. რა თქმა უნდა ასეულობით გამონაკლისი ქართველი მყავხართ გარშემო, რომლებიც ეგეთ არჩევანს არც დააყენებდნენ და ასევე გვერდში ამოგვიდგებოდნენ.  მარა ხალხო, გამოფხიზლდით. უკრაინა ომობს ჩვენს საომარ ომს, უკრაინას ხვდება ჩვენთვის მოქნეული მუშტები-ც, თავისი ხო ხვდება, და ჩვენიც იმას ხვდება
გვცხვენოდეს მაინც ერთად და ჩუმად მაინც ვიყოთ და გულში ვბრაზდებოდეთ მაინც ჩვენს თავზე და მტერზე.  უკრაინას ვძრახავთ იმაზე რატო გვეხვეწება თქვენც იომეთო??

სააკაშვილის ყველაფერში შევეცი კიდევ, რო რამე, თუ ვინმეს ჰგონია რო ნაცმო-ისტი ვარ და იმიტო ვლაპარაკობ ასე ნებისმიერი ადამიანისგან კერპის შექმნის დედა ვატირე. ჩერგოს რო ედო ღია წერილი, არ ვაშეარებ მარტო იმიტო რო ზოგ რამეში არ ვეთანხმები და ჩვენ ქვეყანაში რო აშეარებ რამეს ვსიო, ხელს აწერ 100-ვე პროცენტზე. თორე მეც დიდი ვიყავი მიშა რო მოვიყვანეთ(იქ ვიდექი კი) და ვაფშეტა ჟვანიამ მოიყვანა მიშა და ვაფშეტა ედუარდის მთავრობის წევრი იყო მანამდე და ვაფშეტა სუ არ არის ის ანგელოზი თქვენ რო ქმნით ეხლა

და მეც ვნახე რამდენი კარგი გააკეთა და არასოდეს დავუვიწყებ.  მერე რაში გადავარდა ისიც ვნახე და მეც მისი მოშორება მინდოდა 2009-ის მერე. არა ქოცმოს ფასად, მარა მოშორება მინდოდა
მორჩით ყურადღების დაფანტვას და სისულელეებზე ფიქრს, რუსეთი შვება მაგას, იმისთვის რო არ დავინახოთ როგორც არის, ის რეალობა. ჩვენს გვერდით, ჩვენი დამჩმორებელი აგრესორები, სცემენ უკრაინას – მოტყდა ხელი, მოტყდა ფეხი, და იბრძვის მაინც და იქეთაც ბევრი დაალილავა და მიაწვინა ნაცემი
და ჩვენ ვუყურებთ და…
მე-5-ე ელემენტში როა, ბრიუს ვილისი რო იცხრილება და ტიპს ეძახის იარაღი გადმომიგდეო
და 2 ბოულინგის ბურთს რო გაუგორებს ის როჟა. ეგ ვართ ჩვენ

პ.ს. არა, არაფერს არ ცვლის რამდენიმე ასეული ქართველი როა იქ, ასობით ათასიანი ომია, უმეტესობა ქართველებისა ვინც იქ მიდიან – ლამის რისკავენ იმას, რო, რო დაბრუნდებიან ნეტა აქ თუ დაიჭერენ რაიმე შარის მოდებით, ასე რომ ეგ ქვეყნის დახმარება არ არის, ეგ არის იმ ბიჭების პირადი ვაჟკაცობა და არა ქვეყნის პოზიცია და არა ჩვენი შეშვერილი შუბლები რუსების ტყვიებისთვის – იმისთვის რო მარიუპოლს ნაკლები მოხვდეს და ჩვენ-ც გვესროლონ სანაცვლოდ
არესტოვიჩის მცდელობა – ჩვენც შევაწუხოთ რუსები, ისე მაინც ქნას რო რუსებს მოეჩვენოთ მაინც – რო “აქედანაც ხიფათია მოსალოდნელი” – არის სრულია ჯანმრთელი მცდელობა და მნიშვნელოვანი, “წონის მქონე” სტრატეგიული ფაქტორი – რომელიც რუსეთს ბევრ რამეზე შეაყოვნებდა

ჩვენ ვისთანაც უნდა გვეომა, ამას სუ ვწერ პირველი დღიდან, ის არმია მაინც რო დააბრუნონ უკან და ხერსონიდან გამოიყვანონ – უკვე მაგრად გადარჩებოდა უკრაინა და ხიფათს მაინც რო ვქმნიდეთ, ქაღალდზე, ფეისბუქზე მაინც რო ვაშინებდეთ რუსეთს რო “მგონი გვეყოფა ტრაკი” და დაერხევათ აქ და მოუწევთ ჯარის გამოყვანა უკრაინიდან.  არ იქნებოდა ურიგო და არა პანიკას ვწევდეთ რო “ვაიმე არესტოვიჩს თბილისის დამარიუპოლება უნდა”.  არესტოვიჩს კი არ უნდა, რუსეთს უნდა – და არესტოვიჩს უნდა რო მარტო არ იომოს ის ომი, რომელიც ყველას  ომია და კაფეს და რესტორანს შორის არ ვსქროლავდეთ ტელეგრამზე – “რა მოუვიდა ნეტა არესტოვიჩს დღეს? – ცოხცალია?”