“რას ვერ ვაკეთებ? რა ნაწილში ვაკლივარ ფეხბურთს? სად არ ვარ?”- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გლდანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ის ფეხბურთს არ აკლია და თუ ვინმე ეტყვის, თუ რატომ აკლია ფეხბურთს მისი აქტიურობა, კრიტიკას მიიღებს
“რა ნაწილში ვაკლივარ ფეხბურთს, სად არ ვარ? სად აკლია ჩემი თავი ფეხბურთს? რა ნაწილში? რას ვერ ვაკეთებ, რომ პარლამენტის წევრობა კონკრეტულ რაიონში ხელს მიშლის? იმაზეც იყო კრიტიკა, თამაშის მერე კომენტარი არ გააკეთაო. დიახ, არ გავაკეთე, როგორც თამაშამდე, ისე თამაშის მერე, ვიყავი გუნდთან ერთად. როგორც გუნდს ვესაუბრებოდი მაკედონიის თამაშის შემდეგ, ისე არც ერთი ვარჯიში არ გამიცდენია, ასე იყო ყოველთვის. სად ვაკლივარ, თუ ვინმე დამეხმარება და მეტყვის, ლევან კობიაშვილი აკლია ფეხბურთს, მივიღებ კრიტიკას”,- განაცხადა კობიაშვილმა.