“რას ნიშნავს გარყვნილები, რამე გაქვთ ნანახი და დასკვნებს აკეთებთ?” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც კობახიძემ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, ” გარყვნილი გვარამიას, მელაძის, ტრაპაიძის, გრიგოლიას გეგმა” უწოდა.
“დიანა რატომ მოხვდა ამ გაუგებრობაში, ვერაფრით ვხვდები. დააკვირდით, რას ამბობს ღარიბაშვილი ჩემზე და სხვებზეც – გარყვნილები. ეს სიტყვა აქვს აჩემებული. რას ნიშნავს გარყვნილები? ეს პოლიტიკური შეფასებაა თუ რა არის? ამორალურები გავიგე, ბოლშევიკებს რომ გვეძახიან, გავიგე, გარყვნილები რა ტიპის შეფასებაა. თუ რამე გარყვნილება გაქვთ ჩვენი ნანახი და შესაბამის დასკვნებს აკეთებთ? დღეს ირაკლი კობახიძემ იგივე თქვა”. – ამბობს ნიკა გვარამია ”ფორმულას” ეთერში.