“მე არ შევალ დეტალებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, შესაბმისად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ შეურაცხყოფა და ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.

ფიქრობთ, რომ ცალმხრივი იყო ეს ყველაფერი, თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია.

თმენის ვალდებულება? რას ნიშნავს თმენის ვალდებულება, მაგინონ და მე ჩუმად ვიყო, რა ლამაზად და კარგად მაგინებ?”

ასე ეხმაურება, თბილისის  მერი, კახა კალაძე ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მხრიდან ”მთავარი არხის” ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილზე თავდასხმას.