ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი განმარტავს, თუ რას ნიშნავს რუსეთისთვის, ხერსონის დათმობა.
”უკვე იმდენი რუსული წყარო წერს ხერსონიდან დაწყებულ ევაკუაციაზე, რომ დიდი ალბათობით, რუსები მას მალე დათმობენ. რას ნიშნავს ხერსონის დათმობა?
პირველ რიგში, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს. რუსულმა ბიდლომ არ იცის იზიუმისა და ლიმანის შესახებ. მაგრამ პროპაგანდის წყალობით იცის, რომ ხერსონი ამ ომის წყალობით “მიიერთა” (4 “მიერთებული” ოლქიდან ერთ-ერთია) რუსეთმა. ახლა კი იკარგება იგი. ანუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ტელევიზორში უყვებიან.
მართალია რუსული პროპაგანდა შეეცდება რაღაცნაირად ხერსონიდან გასვლის “გაპრავებას”, მაგრამ მაინც ძნელი იქნება. ეს უკვე დასასრულის დასაწყისია, რადგან ბიდლო დასვამს ტრადიციულ რუსულ კითხვას: “ვინაა დამნაშავე და რა ვაკეთოთ?”
რუსეთში მზად არიან დიდი მსხვერპლისთვის, შიმშილისთვის, ახლობლების სიკვდილისთვისაც კი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იმარჯვებს (რისი მაგალითიც II მსოფლიო ომია). მაგრამ ვერ იტანენ იმ მმართველებს, რომლებიც ომს აგებენ (მაგალითად ნიკოლოზ II-ის ჩამოგდება).
რუსეთის ისტორიის ეს ნიუანსები ძალიან კარგად იცის პუტინმა და ბუნებრივია, რომ ეშინია. ამ შიშის გამო დიდი მსხვერპლის მიუხედავად, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე აჩერებდა რუსულ ნაწილებს. თორემ სამხედრო მოსაზრებებით რომ ეხელმძღვანელა, აქამდე უნდა გამოსულიყო იქიდან. ახლა კი სიტუაცია პირდაპირ აიძულებს რომ იქიდან გავიდეს.
გასვლაც ვერ უშველის. საერთოდ, ვერაფერი უშველის, რადგან მას მხოლოდ ცუდი სვლები აქვს დარჩენილი.
ისტორიის მსვლელობას ვერავინ შეაბრუნებს. პუტინიც დაემხობა და რუსეთის იმპერიაც!
უკრაინა გაიმარჯვებს!” – აცხადებს ბატიაშვილი.