“ამათ შეუძლიათ ყველაფერი – მოკლან, გადაიყვანონ გლდანში, რუსთავში, მაგრამ მე გეუბნებით ჩემს შთაბეჭდილებას. მე გუშინ ჩემი შვილი ვნახე და ვეღარ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია. ეს აღარ არის ის ადამიანი, რომელიც იყო. რას უკეთებენ, რას მკურნალობენ… მე ძალიან ცუდი აზრები გამიჩნდა, რაღაც ისე არ მკურნალობენ, როგორც საჭიროა. რას ნიშნავს გადაიყვანონ [ციხეში], მოარჩინეს? მე ვხედავ, რომ ყოველდღიურად ხდება უფრო უარესად. ყველანაირ მდგომარეობაში მინახავს, ნაცებიც, ნატანჯიც, პოლონეთში უკრაინიდან გადაყვანილი – ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ მინახავს”
ამბობს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ფორმულასთან ინტერვიუში. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ექსპრეზიდენტი უახლოეს დღეებში გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანონ.