TV პირველი “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის ფარულ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს. როგორც ფარული აუდიო-ჩანაწერით ირკვევა, რუსი დეპუტატი, იგორ მოროზოვი სანდრო ბრეგაძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს. რუსი დეპუტატი მარშის ლიდერს პირდება, რომ დავალებების შესრულების შემთხვევაში, ბრეგაძე რუსეთისათვის პირველი გახდება.