რას სთავაზობს Wizz Air მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით – კომპანიის განმარტება

კომპანია Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ანდრას რადოს ინფორმაციით, მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით სამ არჩევანს შესთავაზებენ:

„სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ფრენების გაუქმება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობებთ მგზავრებს, რომელთა ფრენებიც გაუქმდა. იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრებს ყოველთვის სამ არჩევანს ვთავაზობთ. პირველი: მათ შუძლიათ უფასოდ ნებისმიერი მიმართულებით გადაცვალონ ბილეთი. მეორე შემთხვევაში მგზავრებს თანხის 120 % დაუბრუნდებათ „ვიზეარის“ ანგარიშზე, რომლის გამოყნებაც შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში და მესამე ვარიანტი არის თანხის 100%-ის დაბრუნება საბანკო ანგარიშზე.

სამწუხაროა, როდესაც ფრენის გაუქმება გვიწევს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ხდება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ვირუსის გავრცელება შეაკავოს. ამიტომ, ასეთი შემთხვევებისთვის, ჩვენ ზემოთჩამოთვლილი სამი არჩევანი გვაქვს,“ – თქვა ანდრას რადომ.

მისივე ინფორმაციით, Wizz Air–ი ქუთაისის ბაზას დროებით ხურავს, თანამშრომლებს კი საზღვარგარეთ, ვიზეარის სხვა ბაზაზე მუშაობას სთავაზობს.