“რას ჰქვია არ გადაჰყავთ მულტიფუნქციურ კლინიკაში მოშიმშილე პრეზიდენტი?!

ამას რას ვითმენთ ხალხნო , პოლიტიკოსებო?!

მე რაც შემიძლია ერთი ადამიანის (პოლიტიკოსის და ადამიანის პირობაზე, ყველაფერს ვაკეთებ). თუმცა ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია !”

წერს პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე. ცნობისთვის, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს გლდანის ციხის კლინიკაში გადაიყვანენ. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული კლინიკა ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს.