რატიანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი მათი ექიმის დაინფიცირების გამო კლინიკაში კარანტინის გამოცხადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკა კარანტინშია, რადგან ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი გამოუვლინდა.

,,კარანტინი არ გამოცხადებულა, რატომ ავრცელებთ დეზინფორმაციას? რაც კი გაიხსნა კლინიკა ერთი კლასია. ოღონდ გამკაცრდა იმიტომ, რომ ყველა თანამშრომელი, რომელიც რამდენიმე საათით გადიოდნენ, აღარ გადიან” — განუცხადა ფორმულას რატიანმა.

კლინიკაში ექიმის დაინფიცირების შესახებ კი რატიანმა თქვა, რომ ,,კლასტერს ზოგადად არ ასახელებს” და რეანიმაციის განყოფილებაში არც ერთი ინფიცირებული არ ჰყავთ.