რატი ბრეგაძე განმარტავს, როდის გადაიყვანენ სააკაშვილს ციხეში

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა დროებით გადაიდო ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

მისი თქმით, ექიმებთან გაივლიან კონსულტაციას და გადაწყვეტენ, როდის გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი ჰოსპიტლიდან ციხეში.

“პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება დროებით ყოფილიყო გადადებულილ. რა დროით, ეს იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩვენს კონსულტაციებთან სამედიცინო პერსონალთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნას ის გადაყვანილი რუსთავის N12 სპეციალურ დაწესებულებაში”,– ამბობს რატი ბრეგაძე ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალმა ფორმა 100 გამოწერა და ექსპრეზიდენტი საავადმყოფოდან გაწერა, ამიტომ ვალდებულები არიან ის ციხეში დააბრუნონ.