“რაც შეეხება ამ კანონს, რომელიც ეხლა გამოგაქვთ, რატომ გამოგაქვთ დღეს? არ შეიძლებოდა, რომ ეს კანონპროექტი წარმოგედგინათ 15 დეკემბერს? ხომ იცით, რომ ყველაფერი წყდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე. თუ არ ვცდები, ევროკომისიის სხდომა დანიშნულია 12-ში.
ხომ იცით, რომ ოქტომბერში ხდება საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასება? რატომ წამოიწყეთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი დღეს, ოქტომბერს? რატომ დაამთხვიეთ ის ამ დღეებს, როდესაც უკვე ოფიციალური დოკუმენტი იქნება განსახილველად წარდგენილი?..
რატომ ამთხვევთ ყველა მავნებლობას ყველა პრორუსულ ქმედებას და პრორუსული კანონების ინიცირებას მაინცდამაინც მაშინ, როდესაც წყდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი?”
ასე მიმართა, პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ ქართულ ოცნებას.