“მე არ ვთვლი, რომ პრემიერმინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია, არის ავთენტური საუბარი, არ არის ავთენტური… ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია ასეთ საუბრებზე და ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და, მით უმეტეს, სერიოზული კომენტარი გაკეთება.

რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება და არიან რა ისინი გამწარებულები და, რომ იტყვიან, სასოწარკვეთილები, მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე, რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს ჩანაწერი არაფრისმთქმელი არ არის საერთოდ. მე კიდევ ვიმეორებ, მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე მე არ გავაკეთებ [კომენტარს], არ მაინტერესებს საერთოდ. მე საერთოდ ვერ დავიჯერებ იმას, რომ თქვენ მიერ ხსენებული რუსი ბიზნესმენი აქეთ ურეკავს ფორმულას ჟურნალისტს. ეს წარმოუდგენელია, შეიძლება, რაღაც ზღაპარში ეწეროს. მე არ ვიცი, არ მსურს ამა თემაზე საუბარი. მე მაქვს ბევრი საფიქრალი.

მინდა, ერთი რამ გითხრათ – საერთოდ, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე მოხდა ისეთი, თუ რაზეა საუბარი? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? სანქცირებული ვინ არის? თქვენი ვერსიის მიხედვით… არ მაინტერესებს… ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მოგეხსენებათ კარგად. მან გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რომ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო აქ და ხელახლა აგიხსნათ, რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა ბატონმა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და მე უბრალოდ ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნეს სექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში, რომელიც დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესწარმომადგენელს.

ახლა მე მინდა მთავარი კითხვა დავუსვამ ამ აჟიოტაჟის ავტორებს, რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? ნული. არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მე მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი”

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ივანიშვილ-ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერზე.