რატომ არის სევეროდონეცკისთვის ბრძოლები მნიშვნელოვანი

უკრაინაში შეჭრის ინტერაქტიული რუკა 31 მაისისთვის

“რონდელის ფონდის” მკვლევარი და ანალიტიკოსი  ზურაბ ბატიაშვილი განმარტავს, თუ რატომ არის უკრაინაში სევეროდონეცკისთვის ბრძოლები მნიშვნელოვანი .

”რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფაზის მიზანი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპაცია იყო.

თუმცა, რუსები ამასაც ვერ ახერხებენ. ყველაზე მეტი ტერიტორია მაინც ლუგანსკის ოლქში ჩაიგდეს ხელში და ეს ოლქი მთლიანად რომ დაიკავონ, სევეროდონეცკი უნდა აიღონ.

ამიტომ რუსებმა, ხელმძღვანელობენ რა პოლიტიკური მოსაზრებებით, მთელი შემტევი ძალები აქ მიაყარეს (სხვა მიმართულებებზე შეტევის ძალა აღარ აქვთ).

რუსებმა გაანადგურეს ამ ქალაქის 90 პროცენტი, გარეუბანშიც შევიდნენ, დიდი ციცხალი ძალაც შეაწყვიტეს, მაგრამ ქალაქს მაინც ვერ იღებენ.

ეს ქალაქი ახლა დაახლოებით იგივე ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე, რაც თავის დროზე ჰქონდა მარიუპოლს, როდესაც იზიდავდა და აკავებდა მოწინააღმდეგის დიდ ძალას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სევეროდონეცკი ალყაში არაა მოქცეული (ალყის მცდელობაც იყო, მაგრამ უშედეგო).

ახლა თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია, რომ დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებისთვის უკრაინაში ჩავა დასავლური შეიარაღების ის რაოდენობა, რომელიც შეძლებს მოწინააღმდეგის საბოლოოდ შეჩერებას (შეიარაღება ახლაც ჩადის, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, პლიუს პერსონალის მომზადება მიმდინარეობს, რომ აითვისონ დასავლური შეიარაღების გამოყენება). ამით დასრულდება კიდეც ომის მეორე ეტაპი.

შემდეგ კი, როდესაც დასავლური შეიარაღების დამატებითი პარტიები ჩავა, უკრაინელების დიდი კონტრშეტევაც დაიწყება.

ამიტომ ამ ეტაპზე ყველანი ვგულშემატკივრობთ სევეროდონეცკის დაცვას.

ბოროტების იმპერია აუცილებლად დამარცხდება! უკრაინა გაიმარჯვებს!”- წერს ზურა ბატიაშვილი.