რატომ არის ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ცუდი – რომან გოცირიძის განმარტება

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე განმარტავს, თუ რატომ არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ცუდი.

 

“რატომ არის ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ცუდი:

1. მოხდება საპასუხო ტარიფების დაწესება სხვა ქვეყნების მიერაც, რაც წარმოშობს ტარიფების ომს.

2. ტარიფები გარდაუვლად იწვევენ ფასების ზრდას.

3. ტარიფები ამახინჯებენ საბაზრო ფასწარმოქმნას.

4. ადგილობრივი კომპანიები ექცევიან სასათბურო პირობებში და კონკურენციის გარეშე მათი ფუნქციონირება იწვევს წარმოებული საქონლის ხარისხის გაუარესებას, ზრდიან ფასებს, არ აბანდებენ ფულს ინოვაციებში და განვითარებაში.

5. ტარიფების უკონტროლო შემოღება და გაუქმება
( ამერიკის შემთხვევაში ამის ერთპიროვნული უფლება აქვს პრეზიდენტს) ბადებს გაურკვევლობას, კორუფციას, ნეპოტიზმს, შეღავათების დაწესებას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესისათვის. ვოლუნტარისტული ჩარევა ეკონომიკაში ამახინჯებს მის სტრუქტურას და ბაზარს უგზავნის ცრუ სიგნალებს.

6. თანამედროვე ბიზნესის განვითარების მთავარი კატალიზატორია საქმის კეთება საზღვრების გარეშე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნამ და მასში გაწევრიანებამ სწრაფი განვითარების ბიძგი მისცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, ინდოეთს, რუსეთს, თურქეთს, ინდონეზიას და ა. შ. აქვე შეიძლება მოვიხსენიოთ საქართველოც. ტარიფები ანგრევენ წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვებს, რაც ძირს უთხრიან თანამედროვე მსოფლიოს ბიზნესმოდელს, ეს კი იწვევს წარმოების შემცირებას და ფასების ზრდა.

7. ერთპიროვნული ძალაუფლების ფლობა ტარიფების შემოღებაში ზრდის ბიზნესზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების რისკებს.

ტარიფებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ამერიკაში გასული საუკუნის 30-იან წლებში, რასაც მოჰყვა ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისი და ეკონომიკის დაცემა.”-განმარტავს რომან გოცირიძე.