“თქვენ თუ აკვირდებით, ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს ოპოზიცია, იმიტომ, რომ იცის, რომ ხალხის მხარდაჭერა მას არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს ეს ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა, რატომ არ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს?! იმიტომ, რომ იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, რა საჭიროა ვადამდელი, როდესაც ახლახან იყო სულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, რამდენიმე თვის წინ, რომელიც ასევე პირწმინდად წააგო ოპოზიციამ. იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ამიტომ მთელი ეს კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას, ხალხის ჩაჩოჩებას და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას”.

განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.