ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ვირუსით ინფიცირება არ აღენიშნებათ, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ.
მისივე თქმით, არსებობს სხვა თეორიაც, რომ ადამიანმა, ვისაც კორონავირუსი არ ემართება, ადრე გადაიტანა რომელიმე სხვა ინფექცია კორონავირუსით.
„საკმარისადაა ისეთი შემთხვევები, როცა კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ადამიანი არ ინფიცირდება, ამის შესანიშნავი მაგალითი გვქონდა კლინიკაში, პანდემიის ჯერ კიდევ დასაწყისში. 2 წყვილი იწვა კლინიკაში, 1 იყო ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ხოლო მე-2 კი რელიგიური ადამიანები.
ცოლ-ქმრის შემთხვევაში ქალი იყო კოვიდინფიცირებული, კაცმა კი არ მიატოვა, ახალდაქორწინებულები იყვნენ და მე უნდა ვიყო ჩემს მეუღლესთანო და იყო მასთან 15 დღე. იმაზე ახლო კონტაქტი შეუძლებელია, ვიდრე ისინი იყვნენ 15 დღის განმავლობაში 1 პალატაში და მაინც არ დაემართა. რაც შეეხება სასულიერო პირებს, მათ ერთმანეთი არ მიატოვეს და 17 დღე 1 პატარა პალატაში იწვნენ და არ დაემართა.
არსებობს სხვა თეორიაც, რომ ადამიანმა, ვისაც კორონავირუსი არ ემართება ადრე გადაიტანა რომელიმე სხვა ინფექცია კორონავირუსით, რასაც გაციებითი დაავადებები ჰქვია, იქ კორონავირუსებია 15-20%-ში და შესაძლოა ისეთ კორონავირუსიც გადაიტანა, რომელსაც ჯვარედინი ცილები ჰქონდა ახალ კორონავირუსთან, რამაც მისცა იმუნიტეტი, შეიძლება ასეც იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ იმედის ეთერში.