“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე არ მივა, – ამის შესახებ განცხადებას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აკეთებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობაა.
ვუთხარით, რომ არ გვაქვს სურვილი, მივიდეთ და იქ გამოიკითხოს ნიკა გვარამია. შესაბამისად, თუკი უსაფრთხების სამსახურს აქვს ამის სურვილი, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოში გამოვცხადდებით და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება ნიკა გვარამიას დაკითხვა. რა კითხვები შეიძლება ჰქოდეთ, ამის თაობაზე ჩვენთვის წინასწარ ცნობილი არ არის. ჩვენი პოზიცია რატომაც გვირჩევნია სასამართლოში დაკითხვა, განპირობებულია უნდობლობით სამართალდამცავი უწყებების მიმართ, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.