რატომ არ მოაწერს ხელს ოპოზიცის საერთო მემორანდუმს ზურაბ ჯაფარიძე

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს 11 დეკემბერს პარლამენტთან მემორანდუმს ხელს არ მოაწერს. მისი განმარტებით, მსგავს დოკუმენტზე ხელი მას უკვე მოწერილი აქვს და არაა საჭირო იმის მტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმშია.

“სამჯერ მაქვს უკვე მსგავს დოკუკმენტზე ხელი მოწერილი. ერთხელ მარიოტში მოვაწერეთ და ერთი-ორჯერ სადღაც, რაღაც დაფებზე მოვაწერე. რავი, არავის არ ჭირდება იმის დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ. რაღაც პროცედურებია დარჩენილი, რომელიც გასავლელია და იმ პროცედურებს გავივლი, მაგრამ არანაირი ცერემონიები აღარ მჭირდება ამის დასამტკიცებლად.მეც ვტოვებ შანსს, რომ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს, თუმცა ის წინადადებები, რაც ახლა მაგიდაზე დევს და რაზეც ქართული ოცნება თანახმაა, ჩემთვის არ არის საკმარისი, რომ ბოიკოტზე ვთქვა უარი”, – განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.