სამხედრო ჟურნალისტი და მილიტარიტსი, უჩა აბაშიძე განმარტავს თუ რას ნიშნავს ზოგადად ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაერის/ცის დახურვა და რატომ არ აკეთებს ამას NATO უკრაინასთან დაკავშირებით.
როგორც უჩა აბაშიძე აცხადებს, როდესაც NATO უკრაინის თავზე ცას დახურავს, ომის მონაწილე მხარეებს აეკრძალებათ საბრძოლო ავიაციის გამოყენება, რასაც მხარეები არ დაემორჩილებიან. ამის შემდეგ NATO-ს ექნება ვალდებულება რომ ჩამოაგდოს ყველა ობიექტი რაც უკრაინის ცაზე აფრინდება, მათ შორის ექნება ვალდებულება რომ ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავიც რომლის შემდეგაც აუცილებლად გამოწვეული იქნება ატომური ომი.
” “რას ნიშნავს ეს ჰაერის/ცის დახურვა?” იმას რო უნდა იფრინოს ნატოს თვითმფრინავებმა – და ჩამოაგდოს ყველა სხვა თვითმფრინავი
ანუ ნატომ – უნდა გამოაცხადოს რო უკრაინის ცაზე, საბრძოლო ავიაციის გამოყენება აეკრძალათ მონაწილე მხარეებს, მხარეები იასნად ამას არ შეასრულებენ – და ნატომ უნდა დააწესოს მუდმივი მორიგეობა და ჩამოაგდოს რაც აფრინდება (და შეეგუოს რო ალაგ ალაგ ნატოს ავიაცისაც ჩამოაგდებენ “ვიღაცეები”, ხან ჰსთ-ებით, ხან აფრენილი ავიაცია, ეგრე ხო არაა ყველა ჩამოაგდო, ხან შენ ჩამოგაგდებენ)
ეს ხდება ხოლმე როცა ორი პატარა ქვეყანა ომობს და ომი გადაიზარდა სამოქალაქო მოსახლეობის უაზრო სისხლისღვრაში დაბომბვებით
მაგრამ როცა მეორე მხარეს რუსეთია, გამორიცხულია ჰაერის დახურვა, გამორიცხული, არასოდეს არ მოხდება.
ზელენსკიმ ეს ძაან კარგად იცის, მარა სპეციალურად წევს ჰაიპს – რო სხვა რამეებით ევაჭროს. იმიტო რო “პოპულისტურად” სწორად ჟღერს ეს ამბავი რო “ხალხს ხოცავენ დაბომბვებით, დახურეთ ჰაერი”
დასავლეთი პასუხობს: “რუსეთია, ატომურ ომს გამოიწვევს, ვერ ვიზამთ”
ზელენსკი: “მაშინ დამეხმარეთ ამით და ამით”
და დასავლელი მოქალაქეები თავის მთავრობას მიტინგებს უმართავენ რო რახან ვერაფერს ვერ შვებით, ეს მაინც მიეცითო. ზოგადადაც, არც სანქციების დაწესება უხარია დასავლეთს, ყველა სანქცია რაც დაუწესე რუსეთს – დაგიწესდე შენც-ვე
მანქანას რო აღარ მიყიდი, აღარაც ფული შემოგივა
ნავთობს რო აღარ იყიდი მისგან – საშინელი დეფიციტი გექნება
ზოგადად რაც მეტხანს იომებს უკრაინა, უფრო ღრმა კრიზისი იქნება ფინანსური პლანეტაზე. ამიტომ დასავლეთი ყოველ დღე, დილა არ გავა, არ მისწეროს ბაიდენმა ზელენსკის – ჩააბარე უკრაინა და გამოიქეციო (არ ვხუმრობ, მაგრად გავცოფდებოდი მის ადგილას, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, ყოველ დილას – ამერიკა რო – ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ზელენსკი ამერიკაში)
გიჟი არავინ არ არის, რუსეთი უკვე ისე დადაჩაჩანაკდა, მსოფლიოს მაგრა კიდია აწი, პუტინის სიცოცხლეში აღარ იზამს მეტი არაფერს ეხლა უნდათ რო არ აღმოცნდნე ჩათრეული დიდ ომში, არადა ღირსებ არიან
და უნდათ რო მალე მორჩეს – რო ფინანსური კრიზისი ნაკლები იყოს. იმიტო რო ხალხი მერე დედას აგინეს და არჩევნებს წააგებენ, კრიზისის გამო, და არავინ გაიხსენებს რო პუტლერის ბრალია.
ამიტომ შავი და თეთრი არაფერია, ნუ უყურებს ასე, დასავლეთი იძულებულია აწესოს სანქციები. იმიტო რო ეხლა მოსახლეობაში პოპულარულია – უკრაინის მხარდაჭერის მოთხოვნა
და თუ სანქციებს არ იზამ, არჩევნებზე ეხლავე წააგებ და არა “მერე”
და თუ იზამ, მოხდება კრიზისი და წააგებ მერე არჩევნებზე, მარა ნუ შანსია მანამდე გამოძვრე, დრო გაქვს კიდევ
მარა ჰაერს – არავინ არ დახურავს, დაივიწყეთ. “დახურავს” ვიმეორებ – ნიშნავს რო ნატოს თვითმფრინავებმა უნდა ჩამოაგდონ რუსულები, დაღამდება მანდ უცებ, ყველას ესმის “- განმარტავს უჩა აბაშიძე ტელეგრამზე.” – განმარტავს უჩა აბაშიძე.
შეგახსნებთ, რომ რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინა NATO-სგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ალიანსი უარს ამბობს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.