“სააკაშვილს ვერ პატიობენ რომ მუდმივად უდგენს დღის წესრიგს, ურჩევნიათ გატეხონ დამამცირებელი კადრებით ” – ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა, “კავკასიის” ეთერში, ტელეწამყვან არჩილ გამზარდიასთან გადაცემაში ისაუბრა.
“სააკაშვილის მიმართ შურისძიება, ვერ პატიობენ, რომ ეს ადამიანი უდგენს მუდმივად დღის წესრიგს და აქცევს და აქცევს ჩიხში. ჩიხიდან გამოსვლა კი მათთვის არის მტკივნეული და ურჩევნიათ გატეხონ სააკაშვილის ნება ამ დამამცირებელი კადრებით, ვითომ არ შიმშილობს ვითომ კარგადაა, ჯამრთელადაა. აკრძალულია ამის გაკეთება პატიმრის მიმართ რადგან, მას არ შეუძლია განსაზღვროს თავისი ნებით რა გამოქვეყნდეს და რა არ გამოქვეყნდეს.
ისინი [კობახიძე და ღარიბაშვილი], გრძნობენ პატრონის ნებას და ანგარიშს უწევენ მას. რატომ გაუშვეს თალაკვაძე? რა პრობლემა იყო? იმიტომ რომ ძალიან დადებით კონტენტს ქმნიდა “ქართული ოცნებისას”. სულ იღიმოდა, ხშირად უადგილოდ, მაგრამ დადებითი ემოციები უფრო შემოჰქონდა და კეთილშობილი ” ქართული ოცნების” სახის მცდელობა ჰქონდა, ვერ ილანძღებოდა.” – განაცხადა ზაქარეიშვილმა .