რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება – მედვედევი

რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა პუბლიკაცია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში. მან ასევე  უკრაინის ამჟამინდელ სახელმწიფოს სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა უწოდა.

“და ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი”. – წერს იგი.

რაც შეეხება თავად უკრაინელებს, მედვედევის თქმით, ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ მუდმივ შფოთვასა და შიშში.

“ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომ ის არ იარსებებს”. – წერს მედვედევი.