ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა განმარტეს, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნები. ანალიტიკოსების თქმით, ამ წვრთნების მიზანი, რუსეთის საზღვაო ძალის დემონსტრირებაა რათა პეკინს ჩინეთის თავდაცვის მინისტრის მოსკოვში ვიზიტამდე აჩვენოს.
“წყნარი ოკეანის ფლოტის მზადყოფნის შემოწმება სავარაუდოდ მიზნად ისახავს ჩინეთისთვის სიგნალის გაგზავნას, რომ რუსეთი მხარს უჭერს ჩინეთის უსაფრთხოების მიზნებს წყნარ ოკეანეში და რუსეთი რჩება თანაბარი სამხედრო პარტნიორად, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს როგორც წყნარი ოკეანის ძალა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მძიმე დანაკარგები აქვს უკრაინაში.” – ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.
ISW-ი აცხადებს, რომ კრემლი აპირებს წყნარი ოკეანის ფლოტის გამოყენებას, რათა G7-ის შეხვედრის წინ, შეზღუდოს იაპონიის შემდგომი მხარდაჭერა უკრაინისადმი.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებები მიზნად ისახავს მეთოდების შემუშავებას, რათა თავიდან აიცილონ მტრის ძალების განთავსება ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილში და მოიგერიონ დესანტი სამხრეთ კურილის კუნძულებზე და სახალინზე.
“ეს არის სიგნალი იაპონიისთვის, რომელიც აცხადებს, რომ არქიპელაგის ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო”, – ხაზს უსვამს ინსტიტუტი.